საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია

შეიარაღებული პირი, რომელიც თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, დაკავებულია.

ყაჩაღური თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. შვიდივე მძევალი სამართალდამცველებმა უვნებლად გაათავისუფლეს. ისინი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.