თავდასხმა პეკინის გამზირზე - რას აცხადებს ბრალდებულის ოჯახი

რატომ დაჭრა 51 წლის ქალმა 3 წლის ბავშვი? დანაშაულში ბრალდებულის დედას მიზეზის დასახელება არ შეუძლია. საქართველოს პირველ არხთან საუბარში ის ამბობს, რომ მის შვილს არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და გუშინ, გვიან ღამით ის სახლში იმყოფებოდა. დაზარალებულის ოჯახთან კი კავშირი არასდროს ქონია.

პეკინის გამზირზე ცივი იარაღით მცირეწლოვან ბავშვზე თავდასხმაში ბრალდებული პროფესიით მხატვარია. დაკავებული ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.