თავდასხმა ფლორიდის შტატში

ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილში მომხდარი სროლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. მათგან ცხრას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. ისინი მკურნალობის კურსს სხვადასხვა საავადმყოფოებში გადიან. ექიმების ცნობით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მანამდე, ამერიკული მედია ოთხი გარდაცვლილის შესახებ ავრცელებდა ცნობას.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახერხეს. ის 24 წლის დევიდ კათსია, რომელიც ვიდეოთამაშის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

სამართალდამცველები თავდასხმის მოტივზე ჯერ არ საუბრობენ.