თავდასხმა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე

ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გავლენა სულ უფრო ფართოვდება.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სამხედრო ჯგუფების თავდასხმები ახალ მასშტაბებს იძენს. სამიზნე ამჯერად იორდანიაში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზა გახდა. უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას ბაზაზე მსხვერპლი მოჰყვა, დაშავებულია ათობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. პასუხად ვაშინგტონი საპასუხო ზომებით იმუქრება და პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს. აშშ-ის პოლიტიკური ელიტის ნაწილი ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობას რეგიონის სამხედრო ჯგუფების ნაცვლად ირანზე დარტყმისკენ მოუწოდებს.