თავდასხმა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე

თავდასხმა ამერიკის სამხედრო ბაზაზე – იორდანიაში დრონებით იერიშის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 25 დაშავდა. შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ თავდასხმა ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში მდებარე ბაზაზე განხორციელდა, რომელიც სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ძალებმა განაცხადა, რომ მათ თავდასხმა განახორციელეს რამდენიმე მიმართულებით იორდანია-სირიის საზღვარზე, მათ შორის აშშ-ის სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარე ბანაკზე.

როგორც „ბიბისი“ წერს, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ამერიკის ბაზებზე რამდენჯერმე განსახორციელდა იერიშები, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ.