თავდაცვითი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ბრიუსელში

12:13, 13.10.2022

შეერთებულმა შტატებმა  და მისმა მოკავშირეებმა უკრაინაში ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების შექმნა უნდა უზრუნველყონ, რათა ქვეყანამ რუსეთისგან მომდინარე თავდასხმებისგან საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა შეძლოს, – ამის შესახებ ამერიკის გენშტაბის მეთაურმა, გენერალმა მარკ მაილიმ ბრიუსელში გამართული უკრაინის თავდაცვითი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. გენერლის თქმით, კონფერენციაზე დამსწრე ქვეყნებს სხვადასხვა ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემები გააჩნიათ და საჭიროა, რომ უკრაინას მრავალფეროვანი სისტემები გადასცენ და მათი მართვისთვის წვრთნებიც ჩაუტარონ.

მსგავსი