თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი უწყებათაშორისი კურსი

თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი კუსი დასრულდა. უწყებათაშორისი პროგრამის პირველი გამოშვების მსმენელებს კურსის დასრულება თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. კურსი ორწლიანი ინტენსიური მუშაობისა და კონსულტაციების შედეგად, ნატო-ს მიერ აკრედიტებული თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული, თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის ფარგლებში შეიქმნა.

პროგრამის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო ნატო-ს წევრი ქვეყნების სტრატეგიული დონის სასწავლებლების გამოცდილება. სასწავლო კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროების საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერებმა გაიარეს. კურსი მიზნად ისახავდა სამხედრო და სამოქალაქო ლიდერების მომზადება-განვითარებასა და კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.