თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ქვედანაყოფების წინამოსამზადებელი სწავლება-შეფასება მიმდინარეობს

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ქვედანაყოფების წინამოსამზადებელი სწავლება-შეფასება მიმდინარეობს. მასში შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ათეულები არიან ჩართულები.

ოთხი დღის განმავლობაში ქართველ სამხედროებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ინსტრუქტორები წვრთნიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის თავდაცვის დეპარტმენტს შორის გაფორმებული 2016-19 წლების ჩარჩო ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის  განხორციელება წარმოადგენს.