თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა

თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკელ გენერლებთან ერთად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში დაგეგმილ „ამოცანის რეპეტიციის წვრთნის“ საჩვენებელ დღეს დაესწრო.

სწავლების ხელმძღვანელობამ ქართველი სამხედროების მომზადების დონე დადებითად შეაფასეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს სწავლების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს.