თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა - ლევან იზორიას განცხადება

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ისევ ცხედრის გადმოსვენებას ელის. მომხდარიდან მე-9 დღეს, 34 წლის მამაკაცის ახლობლებმა, ჯერ კიდევ არ იციან, როდის მოხდება მისი გადმოცემა. ცოტა ხნის წინ წილკანში თავდაცვის მინისტრი ჩავიდა.

ლევან იზორიამ ყოფილი სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა. ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი.

დილიდან წილკანში იმყოფება გენო ოსიყმაშვილი და ის ახლა ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის – რა განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, რომელიც მომხდარის შემდეგ ტატუნაშვილის ოჯახთან დღეს პირველად ჩავიდა.