თავდაცვის მინისტრის ვიზიტი

აშშ-ში, ატლანტაში გამართულ საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის 25-წლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ოგლეტორპის ჯილდო გადაეცა.

ჯეიმს ედვარდ ოგლეტორპის სახელობის ჯილდო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირმა გამორჩეული სამსახურისთვის და საქართველოსა და აშშ-ის შორის ხანგრძლივი და მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.