თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ახალი 2025 წლის დადგომა მიულოცა. ის სენაკში მეორე ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა, თავდაცვის ძალების მეთაურთან და დასავლეთის სარდალთან. გაეცნო მათ პირად შემადგენლობას. უწყების ხელმძღვანელმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.