თავდაცვის მინისტრის გამოსვლა და დეპუტატების კითხვები

ოპოზიცია თავდაცვის მინისტრს აკრიტიკებს.

დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფარგლებში დღეს ლევან იზორიას უსმენენ. საკუთარ მოხსენებაში ლევან იზორიამ ყურადღება ნატო-სთან და მთავარ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე გაამახვილა. მისი თქმით, განვლილი 27 წლის განმავლობაში ნატო-სთან ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი ინტენსიური და მასშტაბური, როგორიც ქვეყანას დღეს აქვს.

მინისტრი უპრეცედენტოდ აფასებს ქვეყნის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. არგუმენტად კი ვაშინგტონის მიერ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გამოყოფილ 41 მილიონიან დახმარებას ასახელებს.

თავდაცვის სისტემაში არსებული კორუფციისა და კრიმინალის არსებობის შესახებ ოპონენტების ბრალდებებს იზორია ჰიბრიდულ შეტევად აფასებს და აცხადებს, რომ ამ ბრალდებებს ყველაზე მტკივნეულად თავდაცვის ძალები აღიქვამენ.