თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. ყურადღება გამახვილდა   ქვეყნებს შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობაზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის  ფარგლებში, თურქეთის ჩართულობაზე და აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

თურქულ მხარესთან გაიმართა გაფართოებული შეხვედრაც. ხელი მოეწერა ორი ქვეყნის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმებას. ლოჯისტიკური მხარდაჭერის შესახებ შეთანხმება თურქეთის მხრიდან თავდაცვის სამინისტროსთვის 100 მილიონი თურქული ლირის ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი