თავდაცვის მინისტრი საბრძოლო მომზადების ცენტრში საჩვენებელ სწავლებას დაესწრო

18:22, 18.09.2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საბრძოლო მომზადების ცენტრში, ამერიკელი ბრიგადის გენერალ ქრისტოფერ ნორთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის   ფარგლებში განხორციელებულ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.

საბრძოლო მომზადების ცენტრში „ჯი-დი-არ-პით“ მომზადებას IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი გადის.

თავდაცვის მინისტრმა და ამერიკელმა ბრიგადის გენერალმა ცენტრის ფუნქციების, ამოცანებისა და მიზნების, ასევე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა – „წვრთნის“ შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მათ ბაზის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.

შეხვედრაზე საბრძოლო მომზადების ცენტრის სამომავლო განვითარების გეგმებიც განიხილეს.

მსგავსი