თავდაცვის მინისტრი საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალ წელს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა. მათ ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს. ხონის ბაზიდან მინისტრმა ახალი წელი ასევე მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ახალ წელს პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე, სამსახურში შეხვდა.