თავდაცვის მინისტრი პარლამენტში

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ჰკითხეს პარლამენტში მისულ თავდაცვის მინისტრს, რომლის მოსმენა მწვავე განცხადებების ფონზე მიმდინარეობს.

ლევან იზორიას დეპუტატებმა ჰკითხეს მის უწყებაში კორუფციის შესაძლო ფაქტებზე, სამინისტროში ჩატარებულ ტენდერებზე და სამხედრო ნაწილებში არსებულ მდგომარეობაზე.

დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ, რა დონეზეა ქვეყნის შეიარაღებული თავდაცვა და რა კეთდება ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ოპოზიციის ბრალდებების ფონზე დღეს მინისტრმა უმრავლესობის დეპუტატების შენიშვნები და რჩევებიც მოისმინა.