თავდაცვის კოდექსის განხილვა

ცხარე დებატების და დავის საგანია კიდევ ერთი კანონპროექტი. თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება დღეს ვერ მოხერხდა.

ოპოზიციის პროტესტის ფონზე განხილვა ხვალისთვის გადაიდო. ოპონენტების უკმაყოფილების მიზეზი პროექტის არა მუხლობრივი, არამედ თავების მიხედვით განხილვა გახდა. კანონში შესატანი ცვლილებების მთავარი მოწინააღმდეგე „გირჩია“. დავის საგანია ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით რელიგიური ორგანიზაციების წევრობა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების საფუძველი აღარ იქნება. ოპოზიციის ნაწილი ცვლილებებში დისკრიმინაციულ შეზღუდვებს ხედავს. კოდექსი სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალ წესებს და ვადებსაც ადგენს. სიახლეა ისიც, რომ სავალდებულო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იქნება შესაძლებელი.