თავდაცვის ძალების მეთაური აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას ბაქოში შეხვდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს მყარი კავშირების ჩამოყალიბებასა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას. საუბარი შეეხო ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს. გენერლებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის სფეროში რეგიონულ პარტნიორობაზე, ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებზე, ასევე ექსპერტთა შეხვედრებზე, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობას.