რვა პარტია და ერთი დოკუმენტი – ოპოზიცია თანხმობის დოკუმენტზე მუშაობას განაგრძობს, რომელმაც სხვადასხვა პარტია ერთი გეგმის გარშემო უნდა გააერთიანოს. მიზანი მთავარი ალტერნატიული ძალის შექმნაა. აღნიშნული რვა პარტიის წარმომადგენლები ერთობის ახალ მცდელობას ოპტიმისტურად უყურებენ და ამბობენ, რომ ბრძოლის მთავარ სტრატეგიაზე შეთანხმებას მოახერხებენ. განსხვავებულად ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში.“