საქართველოში რიგით მეოთხე, ყოველწლიური თანასწორობის კვირეული გაიხსნა. ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიათა პანელში მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა საკანონმდებლო ორგანოს წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მონაწილეებმა თანასწორობის მნიშვნელობასა და მსოფლიო მასშტაბით ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე აღინიშნა, რომ საქართველომ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილელები მიიღო. კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. თანასწორობის კვირეული ევროპის საბჭოს ორგანიზებით იმართება, სლოგანით „საქართველო ჩვენშია“.