თანამშრომლობის ხელშეკრულება
პარტნიორობა ქართულ მობილურ ოპერატორსა და ევროპის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიას შორის: „ვოდაფონსა“ და „სელფი მობაილს“ შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში ევროპული გიგანტი ქართულ კომპანიას გაციფრულებაში, საოპერაციო ეფექტურობის გაზრდასა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაში დაეხმარება. ხელშეკრულება დღეს თბილისში გაფორმდა.