თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან

18:18, 03.08.2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წლიდან დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა. თანამშრომლებისთვის მონიტორინგის განხორციელების ინსტრუქცია და მეთოდოლოგია მომზადდა. ასევე, უწყებისათვის პრიორიტეტულია სენსიტიურ დანაშაულებზე მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. ამისათვის კი სამინისტროში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური შეიქმნა. უწყების ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მსგავსი