„თანამედროვე ქართული პოეზიის“ კრებულის პრეზენტაცია
„თავისუფალი საქართველოს ქალთა ორგანიზაციის” ეგიდით „თანამედროვე ქართული პოეზიის“ კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი რამდენიმე ადამიანის თანაავტორობით მომზადდა. ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხა მრავალშვილიან ოჯახებს გადაერიცხებათ.
ორგანიზატორები განმარტავენ, რომ მათი მიზანი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაა და მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.