თამბაქოზე რეგულაციები ამოქმედდა

ახალი რეგულაციები ამოქმედდა თამბაქოს სფეროში.

ნედლი თამბაქო, იგივე თუთუნი დღეიდან დაიბეგრება, რაც ავტომატურად პროდუქციის გაძვირებას ნიშნავს. მოვაჭრეებს დაუფასოებელი სახით პროდუქციის რეალიზაციაც ეკრძალებათ. გასახვევ თამბაქოზე აქციზის გადასახადის დაწესება მას შემდეგ გადაწყდა, რაც სიგარეტის ფასის ზრდის შემდეგ თუთუნზე მოთხოვნილება მკვეთრად გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თუთუნის მოხმარების მაჩვენებელზე დღესვე აისახა.