თამბაქო სადა შეფუთვით - ახალი რეგულაცია ამოქმედდა

ძალაში შედის რამდენჯერმე გადავადებული რეგულაცია.

დღეიდან ამოქმედდა ახალი წესი, რომელიც სარეალიზაციო ქსელებს მხოლოდ სადა შეფუთვის სიგარეტის გაყიდვის უფლებას აძლევს. ანუ იკრძალება კოლოფზე ბრენდის საცნობი ნიშნების და ეტიკეტირების დატანა. ვალდებულებაა, რომ კოლოფზე აუცილებლად უნდა იყოს გაფრთხილება ჯანმრთელობის რისკებზე. ახალი რეგულაციის მიზანი პროდუქციის მომხიბვლელობის დაკარგვა და ამ გზით თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლის შემცირებაა. თავის დროს ინიციატივის განხილვა წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობდა. რეალიზატორი კომპანიები შეფუთვის ახალი წესების დასანერგად დროს ითხოვდნენ, რის გამოც საკანონმდებლო რეგულაცია პარლამენტმა რამდენჯერმე გადაავადა.