თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 67 წლის ასაკში პარლამენტის ყოფილი წევრი, თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ. გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით ინფიცირება გახდა. თამაზ მეჭიაური 2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს კი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით, თანამდებობიდან გადადგა. თამაზ მეჭიაური პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ის დღეს დილით გარდაიცვალა. პირველი არხი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და კოლეგებს.