თამაზ მეჭიაური დღეს თიანეთის საკრებულოს ბიუჯეტის პროექტს უკვე მესამედ წარუდგენს

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური დღეს თიანეთის საკრებულოს ბიუჯეტის პროექტს უკვე მესამედ წარუდგენს. დოკუმენტს საკრებულოს შემადგენლობის წევრთა უმრავლესობამ მხარი ორჯერ არ დაუჭირა.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თუკი ბიუჯეტის პროექტი ამჯერადაც არ დამტკიცდება, მისი გუნდი არსებული რესურსების ფარგლებში მუშაობას გააგრძელებს და, სავარაუდოდ, თიანეთში ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხი დადგება.

თამაზ მეჭიაური დღესვე 12:00 საათისთვის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.