თამარ კორძაიას განცხადება

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია აშშ-ის „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილისთვის კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად მზადყოფნა გამოთქვას. დეპუტატის თქმით, ექსპერტიზამ უნდა შეისწავლოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. თამარ კორძაიას განცხადებით, უნდა დადგინდეს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის დღიდან რა ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას და იქნება თუ არა შედეგიანი ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობა პატიმრობის პირობებში.