ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება ეზღუდებათ. კორძაიას თქმით, მათ ამ უფლებას პარლამენტის თავმჯდომარე უზღუდავთ. დეპუტატის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართა, თუმცა სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა. საპარლამენტო უმრავლესობა თამარ კორძაიას ამ განცხადების გამო პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს.