თამარ ბაგრატიონმა სერბეთის პირველ ლედის უმასპინძლა
სერბეთის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის, თამარა ვუჩიჩს საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა უმასპინძლა. კულტურული პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდნენ კახეთში. დაათვალიერეს სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. ადგილზე გაეცნენ ქართული ხელოვნების ნიმუშებს. მოინახულეს ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერიც.