თამარ ბაგრატიონმა საეკლესიო კომპლექსი მოინახულა

15:30, 05.10.2026

საქართველოს პრეზიდენტმა, პირველ ლედისთან ერთად, ბათუმში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის საეკლესიო კომპლექსი მოინახულა. პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და მის მეუღლეს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ უმასპინძლა და მათ კომპლექსის ინფრასტრუქტურა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო.

პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ კომპლექსის ბაზაზე მოქმედი წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიაც დაათვალიერეს, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. წმინდა მატათა მოციქულის სახელობის საეკლესიო კომპლექსი საგანმანათლებლო და სამონასტრო სივრცეებს აერთიანებს.

მსგავსი