თამარ ბაგრატიონი საერთაშორისო სამიტზე

18:11, 24.08.2026

კიევში პირველი ლედებისა და ჯენტლმენების რიგით მეექვსე სამიტში მიიღო მონაწილეობა საქართველოს პირველმა ლედიმ. პლატფორმა საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აერთიანებს. მაღალი დონის შეხვედრები იმართება კიევში, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. თამარ ბაგრატიონის განცხადებით, საქართველოს ისტორიული გამოცდილება კარგი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფოს მდგრადობის საფუძველი ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაა. ოჯახის სიმტკიცე საქართველოს ისტორიული უწყვეტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტად დაასახელა. თამარ ბაგრატიონმა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი