თამარ ბაგრატიონმა ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულა

12:20, 05.10.2026

საქართველოს პირველმა ლედიმ ბათუმის №26 საჯარო სკოლასთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულა. თამარ ბაგრატიონი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებსა და ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და ცენტრში განხორციელებულ საქმიანობას გაეცნო.

ინკლუზიური განათლების ცენტრი 2016 წლიდან ფუნქციონირებს. მისი საქმიანობა სასწავლო პროცესთან არის ინტეგრირებული და მოსწავლეებს საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობებში ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს.

 

მსგავსი