ტაივანის ღია ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალში, კალაშნიკოვა და ნაო ჰიბინო დამარცხდნენ

ტაივანის ღია ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალში ოქსანა კალაშნიკოვა და ნაო ჰიბინო  ჩინელებთან, დუან ინინთან და ვან იაფანთან 6:7, 6:7 დამარცხდნენ.

ქართულ-იაპონურმა დუეტმა, ტურნირების მეორე ფინალი ამჯერადაც უშედეგოდ დაასრულა. ფინალში გასვლით ოქსანამ და მისმა მეწყვილემ 6 400 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

ტაივანში ნაჩვენები შედეგის გამო, კალაშნიკოვა,  წყვილთა რეიტინგში 9 ადგილით დაწინაურდა და 54-ე პოზიციაზეა, ხოლო ჰიბინო 44-ე პოზიციაზე იმყოფება.