ტაირ ნიკოლსის საქმე

ტენესის შტატის ხელისუფლებამ პოლიციის ის დეპარტამენტი გააუქმა, სადაც ტაირ ნიკოლსის მკვლელობაში ბრალდებული ხუთი სამართალდამცველი მსახურობდა. დეპარტამენტი 2021 წლის ოქტომბერში შეიქმნა და იქ 50 თანამშრომელი იყო დასაქმებული. მათი მოვალეობა კი კრიმინალის დონის შემცირება იყო. 28 იანვარს, ტენესის შტატის გადაწყვეტილებით, გასაჯაროვდა 7 იანვრის კადრები, სადაც სამართალდამცველების მიერ ტაირ ნიკოლსის დაკავების პროცესია ასახული. კადრებში ჩანს, რომ ნიკოლსი წინააღმდეგობას არ უწევს პოლიციას, თუმცა, ამის მიუხედავად, მის წინააღმდეგ სამართალდამცველები იყენებენ ელექტროშოკს, ურტყამენ მას და წიწაკის სპრეის ასხამენ. ნიკოლსი მიყენებული ტრავმების შედეგად დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ხუთივე სამართალდამცველს მეორე ხარისხის მკვლელობისა და ადამიანის გატაცების ბრალდება აქვს წარდგენილი.