თაღლითური ქოლცენტრების საქმე

ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს – დაკავებულების ნაწილი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. მათ საგამოძიებო უწყება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ადვოკატების განცხადებით, პროკურატურას ჯერჯერობით სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე შუამდგომლობით არ მიუმართავს.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გუშინ გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების კუთვნილ მილიონ 634 ათასს ამერიკულ დოლარს და ერთ მილიონ ევროს.