თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტი გამოვლინდა

თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე სიღნაღის მერიის სოციალური დახმარების გაცემის კომისიის მდივანია დაკავებული.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სოციალურად დაუცველი პირების მონაცემების გაყალბების გზით, თაღლითურად დაეუფლა აღნიშნულ პირთათვის განკუთვნილ სოციალური დახმარების თანხებს. სულ თაღლითური გზით მითვისებულია 1450 ლარი.

სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.