თაღლითობის მცდლეობისთბის დაკავებულთა საქმე

თაღლითობის მცდლეობისთბის დაკავებული სამი პირის, – ჯამბულ შეყილაძის, გია ხიდურელისა და ვახტანგ ბოლქვაძის, – საქმეზე დღეს სავარაუდოდ განაჩენი დადგება. პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, ბრალდებულები კი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. გამოძიების ინფორმაციით, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნების დროს გაუჩინარებული გიორგი ნანეტაშვილის ოჯახს, სამი პირი წერილებს უგზავნიდა და 39 000 დოლარს სთხოვდა. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად სამივე პირი 2017 წლის აპრილში დააკავეს. მათ მთავარი საგამოძიებო უწყება თაღლითობის მცდელობას ედავება.