თაფლის ფესტივალი ბათუმში

ბათუმის ბულვარში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს.

ფესტივალში საქართველოს მასშტაბით 45 მეფუტკრე-ფერმერი მონაწილეობს. სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან დამზადებული ნატურალური თაფლი და ფუტკრის პროდუქტების ნაირსახეობა.

თაფლის ფესტივალი ბათუმში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით ტარდება. ფესტივალი გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება.