ტაეკვონდოს მწვრთნელების მოთხოვნა

ფოთის პოლიციის შენობასთან შეკრებილი ტაეკვონდოს მწვრთნელების განცხადებით, ეჭვი აქვთ, რომ ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტ სულხან ბაბუაძეს ვიღაც ხელს აფარებს.

მწვრთნელები ბაბუაძის დაუყონებლივ გადადგომას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

ჯერჯერობით უცნობია, როდის იმსჯელებს სასამართლო დაკავებულთათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

გამოძიება 126-ემუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.