ტაძრისში „მთაწმინდობა“ აღინიშნა

12:25, 15.07.2019

ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისში გიორგი მთაწმინდელის სახელობის სახალხო დღესასწაული „მთაწმინდობა“ აღინიშნა.

სასულიერო პირებმა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინეს.

დღესასწაული სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. შეჯიბრი მოეწყო დოღში, ქართულ ჭიდაობაში, ჭადრაკსა და მკლავჭიდში.

ფოლკლორულმა ანსამბლებმა ქართული ტრადიციული სიმღერები შეასრულეს. ადგილობრივმა პოეტებმა კი საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნეს.

მსგავსი