ტაძრის კურთხევა მახათას მთაზე

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძართან, რომელიც დღეს საზეიმოდ აკურთხეს, ღონისძიება ამ წუთებშიც გრძელდება. ტაძარი კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა. ცერემონიას ესწრებოდნენ ხელისუფლების პირველი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები.

ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია. ტაძრის ამოქმედებით, ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება. შემდეგი ეტაპი მონასტრისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებენ. ახლად ნაკურთხ ტაძარში შვიდი ბავშვი მონათლეს.