„ტაბულას“ მძღოლი დაკითხვაზე იმყოფება

12:05, 09.07.2019

„ტაბულას“ მძღოლი დავით ჭეიშვილი ამ წუთებში მთაწმინდის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. გამთენიისას, პატრულის თანამშრომლებმა, პარლამენტის მიმართულებით კომპანიის მანქანით მოძრავი ოთხი ადამიანი დაკითხვაზე გადაიყვანეს – „ტაბულას“ მძღოლი,  პარტია„ ევროპული საქართველოს“ ოპერატორი და აქციის ორი აქტივისტი, რომლებიც გახმოვანებაზე მუშაობდნენ.

ერთ-ერთი მათგანი, ოპერატორი დავით ებანოიძე, არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისინი პატრულის თანამშრომლის დაზიანების საფუძველზე დააკავეს. ის ამბობს, რომ სამართალდამცველები რუსთაველზე პარლამენტის მიმდებარედ გადაადგილებას უშლიდნენ და მათი დაკავება ბარნოვის ქუჩაზე მოხდა. ამ დროისთვის, ტაბულას მანქანა და აქციის გახმოვანების აპარატურა სადგომზეა გადაყვანილი. თამარ ჩერგოლეიშვილი  აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარებას ხელი შეუშალოს. დაკითხვაზე მყოფი სამი პირი ამ დროისთვის ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს.

მსგავსი