სწავლება „მახვილი თვალი“
ვაზიანის პოლიგონზე სწავლება, „მახვილი თვალის“ ფარგლებში კულმინაციური სწავლება ჩატარდა. საველე წვრთნების პროცესს დაესწრო თავდაცვის მინისტრი. მონაწილეობა სამანევრო, სატანკო, საავიაციო, საარტილერიო, საინჟინრო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯგუფებმა მიიღეს. შესრულდა სხვადასხვა ამოცანა: ჩასაფრება, დაზვერვა, შენობების წმენდა, არხზე გადასასვლელი ხიდის მოწყობა, დრონების თავდასხმის მოგერიება და დაჭრილების ევაკუაცია.