სვეტიცხოვლობა 

21:57, 14.10.2026

ქვეყანა ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს – დღეს სვეტიცხოვლობაა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენებს. ტრადიციულად დილიდან ხალხმრავლობა იყო სვეტიცხოვლის ტაძარში, იქ, სადაც ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, მაცხოვრის კვართი ინახება. ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. ლიტურგიას ესწრებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც. წაიკითხეს მსოფლიო პატრიარქის მისალოცი წერილიც. ქადაგების დროს უწმინდესმა და უნეტარესმა ქრისტიანობის არსზე, სვეტიცხოვლის, როგორც ერთობის და რწმენის სიმბოლოზე და ქრისტეს გზაზე სვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

მსგავსი