სუს-ის სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე – სამართალდამცველები, სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების აყვანას შტურმით ცდილობენ

11:01, 22.11.2017

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე  ამ დრომდე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.  სამართალდამცველები, სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების აყვანას შტურმით ცდილობენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე ისმის სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა. კორპუსიდან, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილები იმყოფებიან, ძლიერი კვამლი ამოდის. ხდება მოსახლეობის ევაკუაცია.

ადგილზე მუშაობს ნოდარ ჩაჩუა.

მსგავსი