სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სუს-მა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი დააკავა. მას ქრთამის აღება ედება ბრალად. ზაქარია ქინქლაძის სამუშაო კაბინეტში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მისი შვილის თქმით, გაჩხრიკეს ახმეტაში მათი საცხოვრებელი სახლიც.  უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „გრემი“-ს დამფუძნებლები  და შპს „ქისტაური“-ს დამფუძნებელი.

სამართალდამცველებმა ამავე საქმეზე კიდევ ერთი მოქალაქე აიყვანეს.