„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება. ის თაღლითობის ბრალებითაა დაკავებული. საუბარია ბინადრობის ნებართვის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე. ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ლაშა ცანავამ, თავისი კავშირების მეშვეობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფისთვის მოითხოვა 5600 დოლარი და თანხის ნაწილი 2650 დოლარი უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოართვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.