სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა. მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხები მიმოიხილეს. ისაუბრეს ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობაზე.